Belive

CIES-ის 25-წლამდელ მეკარეთა სიაში მამარდაშვილი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოში 25-წლამდე ასაკის მქონე ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

"ვალენსიას" ქართველი გოლკიპერი 41.5 მილიონ ევროდ ფასდება და სიაში მეოთხე პოზიციას იკავებს.

23 წლის ქართველზე წინ მხოლოდ 3 მეკარე, "პორტუს" მეკარე დიოგო კოშტა, "პსჟ-ის" კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა და "ბენფიკას" ანატოლი ტრუბინი იმყოფება.

გიორგი მამარდაშვილს 2023/24 წლების სეზონში, "ვალენსიას" მაისურით 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 23 გოლი გაშვებული. რაც შეეხება "ვალენსიას", გუნდს ლა ლიგაში 19 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს დაგროვებული და მეცხრე პოზიციას იკავებს, ხოლო ესპანეთის სამეფო თასზე მერვედფინალური ეტაპის საგზური აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები