Belive

ჩვენი მეტოქე: ურთიერთშეხვედრის ისტორია ჩრდილოეთ ირლანდიასთან

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალ სეზონში თამაშს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გასამართი მატჩის წინ, შეგვიძლია ბრიტანულ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრის ისტორია გავიხსენოთ.

საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ისტორიაში ერთადერთი შეხვედრა აქვს გამართული, 2008 წლის 26 მარტს, რომელიც მეტოქის დამაჯერებელი გამარჯვებით (4:1) დასრულდა.

უინსდორ პარკზე გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიულერი გახლდათ, ჩვენი მხრიდან გატანილი გოლი მეტოქის ფეხბურთელ დევიდ ჰელის ჩაეთვალა, შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:

საქართველოს ნაკრები: გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია, ალექსანდრე კვახაძე, დავით კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, გიორგი შაშიაშვილი, კახა კალაძე, ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი.

ერთა ლიგა | საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩის პირდაპირი  რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT - 1TV

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები