Belive

ჩვენი მეტოქე: უკრაინის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე, უკრაინას კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, "ჟირონასა" და როტერდამის "ფეიენოორდს" შორის გამართული მატჩის (3:2 ნიდერლანდელების გამარჯვებით) დროს, ვიქტორ ციგანკოვმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მოახლოებულ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

უკრაინელმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა იგრძნო და მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა, საწყისი დიაგნოზით, მისი დაზიანება უბრალო დაჭიმულობაზე მეტია. კონკრეტულად, შესაძლებელია, მას ძვლის დაზიანებაც ჰქონდეს. ჯერჯერობით, უცნობია თუ ზუსტად რამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს ციგანკოვი თამაშს, მაგრამ უდიდესი ალბათობით ის ამ თვეში "ჟირონასა" და უკრაინის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

26 წლის შემტევი ნახევარმცველი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა, რომლის წვლილიც იმაში, რომ კატალონიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი აქვს, ძალიან დიდია.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 11 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები