Belive

"ჩვენ არ გვინდა გერმანიაში წასვლა საშოპინგოდ ან ტურისტად" - ვილი სანიოლი

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა და ჩვენი ნაკრების ისტორიული ტურნირის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. the athletic-თან ვილი სანიოლმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და თითოეულ დეტალზე გაამახვილა ყურადღება

ევროზე კვალიფიკაცია მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, ის ასევე არის გზა იმისა, რომ ქვეყანამ თქვას: „აი, საქართველო არსებობს“. შეიძლება ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ: "ახლა ხალხი გაიგებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა“.

ზეიმი საქართველოს კულტურას ჰგავდა, აღნიშვნის პროცესს შუალედი არ ჰქონდა, ქართველები არიან ან ძალიან მაღლა ან ძალიან დაბლა, ძალიან მოწყენილები ან ძალიან ბედნიერები. ბევრი ადამიანი დავინახე, ვინც ტიროდა, ბევრი ემოცია იყო. ჩემპიონატზე მონაწილეობას რაღაც სიმაღლეზე აყავხარ, მაგრამ შეიძლება დაცემაც გამოიწვიოს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდილებაა.

როგორც მწვრთნელი, პენალტები ერთადერთია, რასაც ვერ აკონტროლებ. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მატჩი - მოთამაშეების, ტაქტიკის ან თამაშის გეგმის შეცვლით. მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერს გააკეთებ. ასე რომ, როცა პენალტების დრო მოვიდა, საკმაოდ მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარაფერს გავაკეთებდი. მე უფრო მაყურებელი ვიყავი, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ბოლო პენალტი გავიდა, ბოლო სამი წლის ნამუშევარი ნაკრების აღმავლობა თუ ვარდნა ყველაფერი თვალწინ დამიდგა და გავაანალიზე. იმ მომენტში ემოციურად სრულად დაცლილი ვიყავი.

ეს არის ჩემი, როგორც მწვრთნელის უდიდესი მიღწევა, სამი წლის წინ, როცა გადავწყვიტე ამ სამუშაოს შესრულება, უამრავმა ადამიანმა - თუნდაც ჩემმა ახლო გარემოცვამ მკითხა: „რატომ მიდიხართ იქ? - საბოლოოდ როგორც მწვრთნელი და როგორც კაცი ამ შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ.

ისინი ნამდვილად გონებით თამაშობდნენ, ვიდრე გულით და ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა სამი წლის განმავლობაში როდესაც მათ ეს გააკეთეს. რა თქმა უნდა, გულით თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, პირველ რიგში, ყოველთვის გონებით უნდა ითამაშო და მათ ეს ფანტასტიურად გააკეთეს და ვფიქრობ, ეს განპირობებული ჩემი საკუთარი გამოცდილებით. მსგავს ტურნირებზე კვალიფიკაცია უდიდესი ზეწოლაა და ბევრია დამოკიდებული ნერვებზე, ასევე იმაზე თუ როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე.

როგორც საფრანგეთის ფეხბურთელი, ჩვენ ვამბობდით, რომ ევრო ყოველთვის უფრო რთული იყო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი, რადგან ყველა გუნდი, რომელიც ასპარეზობს, დიდი გუნდია - არ არსებობს პატარა, ასე რომ დონე ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ ვიცით, საიდან მოვდივართ და რა გამოვიარეთ აქამდე მოსასვლელად. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ პატარა გუნდივით არ ვიქცევით. ჩვენ ვაპირებთ ამბიციურ თამაშს და ვეცდებით გამოვავლინოთ ჩვენი თვისებები.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ მას (ხვიჩა კვარაცხელია) უფრო ცენტრში ეთამაშა, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეუძლია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის ყოფნა მოედნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რადგან მსგავსი ბევრი ფეხბურთელი არ მყავს. როგორც ადამიანთან, მასთან მუშაობა ძალიან ადვილია, რადგან ის ძალიან ამბიციურია და მან ასევე ბევრი უნდა იმუშავოს თავისი ამბიციებისთვის.

როდესაც ჩვენ კვალიფიკაციას მივაღწიეთ და ვზეიმობდით ეს იყო ერთ-ერთი პირველი რამ, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა მითხრეს: "გთხოვ, ვილი, ჩვენ არ გვინდა გერმანიაში წასვლა საშოპინგოდ ან ტურისტად" და მე ვუთხარი: ”კარგია, რადგან მე უკვე ზეპირად ვიცნობ გერმანიას, ამიტომ არ მჭირდება იქ ტურისტული მიზნით ჩასვლა. ასე რომ, ისინი ძალიან ამბიციურები არიან.

ახლა მათ ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია მიიღეს, უნდათ სცადონ ჯგუფში წინსვლა და შესაძლოა 1/8 ფინალში ან 1/4 ფინალში გასვლა. ჩვენ ამ ამბიციით წავალთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან, ძალიან, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ისინი იმდენ ხანს ოცნებობდნენ დიდ შეჯიბრებაზე მოხვედრაზე, სამწუხარო იქნება, რომ იქ წავიდეთ და ყველაფერი არ გავაკეთოთ კონკურენციისთვის.

მე ნამდვილად არ ვარ სტრესში მომუშავე მწვრთნელი და სულ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ვფიქრობ, ეს საქართველოში მნიშვნელოვანია როცა ბევრი ემოციაა უფრო მშვიდი მენეჯერი უნდა გყავდეს. თუ პერსონალიც სავსეა ემოციებით, ეს არ კარგად არ იმუშავებს.

ანჩესლოტისთან ერთად ხუთი-ექვსი თვე ვიმუშავე, საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის. ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან. მან ბევრი რამ მასწავლა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დახარჯო ენერგია იმაზე, რითაც შეგიძლია შეცვალო და უკეთესი გახდე, მაგრამ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია, არ დახარჯო ენერგია თუნდაც ერთი პროცენტი. მისგან როგორც ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ბევრი რამ ვისწავლე, ეს იყო შესანიშნავი სასწავლო პროგრამა ჩემთვის.

ოტმარ ჰიტცფელდი (ბაიერნში) ძალიან ახლოს იყო ანჩელოტისთან თავისი პიროვნებით: ძალიან მშვიდი, ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო პოზიტიური. ფელიქს მაგათი სულ სხვაგვარი მწვრთნელი იყო, ის უფრო დისციპლინას აქცევდა ყურადღებას.

გასახდელში (კვალიფიკაციის შემდეგ) ყოფნა წარმოუდგენელი იყო და საკმაოდ ემოციურიც. იქ ბევრი ცრემლი, ბედნიერების ცრემლები იყო, ეს ბევრს ნიშნავდა. ეს ისტორიის წერაა და ამას თამაშის შემდეგ პირდაპირ, მეტ-ნაკლებად გუნდის ავტობუსში შეიგრძნობდით. თბილისში გამარჯვების აღლუმი გაიმართა, სადაც 30000-ზე მეტი გულშემატკივარი იყო, ან შეიძლება მეტი და იქ დიდი ზეიმი მიმდინარეობდა.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნამდვილად კონკურენტუნარიანები ყველა ჩვენს თამაშში და იმედია, საკუთარ თავზე კარგად წარმოვანჩენთ საკუთარ ასპარეზობას. ამ ფორმატში არასოდეს იცი რა შეიძლება მოხდეს. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები