ქართველები სატრანსფერო რადარზე - თურქული გრანდის მწვრთნელი საქართველოს მატჩს დაესწრება
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თურქული "ტრაბზონსპორის" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული შენოლ გიუნეში საქართველოსა და უკრაინის მატჩს დაესწრება.
თურქულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, "ტრაბზონსპორი" განსაკუთრებულ აქტიურობას გეგმავს - კლუბის რადარზე კი 2 ქართველი და 1 უკრაინელი ფეხბურთელი აღმოჩდნენ.
თურქული წყარო აღნიშნავს, რომ შენოლ გიუნეში ოთარ კიტეიშვილს, ლაშა დვალსა და ნიკოლაი შარაპენკოს დააკვირდება. გიუნეში თვლის, რომ ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ევროპულ სარბიელზე ვითარების შეცვლა და კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
"ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის სატრანსფერო სიაში ახალი სახეები აღმოჩდნენ და ამიტომ შენოლ გიუნეში საქართველოსა და უკრაინის მატჩს დაესწრება. მთავარ სამიზნეს უკრაინელი ნიკოლაი შარაპენკო და ქართელები - ოთარ კიტეიშვილი და ლაშა დვალი წარმოადგენენ, მაგრამ გიუნეში სხვა ფეხბურთელებსაც დააკვირდება.
თითოეულ მათგანს განსაკუთღებული უნარები აქვთ და გიუნეში იმედოვნებს, რომ დაცვაში ლაშა დვალის ფიზიკური სიძლიერე, ხოლო ნახევარდაცვაში კიტეიშვილის ინტელექტი და შარაპენკოს პასის უნარები, გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარება. შნოლ გიუნეში თვლის, რომ ამ ფეხბურთელებს ევროპულ სარბიელზე ვითარების შეცვლა და კლუბის გაძლიერება შეუძლიათ. -
შეგახსენებთ, საქართველოსა და უკრაინის მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში გაიმართება.