ჩრდ. ირლანდიის მცველი: "კვარა შესანიშნავია და სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი, ტერი დევლინი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონის საწყისი ტურის მატჩში საქართველოსთან მატჩის წინ საუბრობს.
"ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი მოთამაშეა. მაგრამ ჰყავთ სხვა კარგი ფეხბურთელებიც, ამიტომ მთელ ყურადღებას ერთ მოთამაშეზე ვერ გადაიტან.
უბრალოდ ისე უნდა ითამაშო, როგორც ჩვეულებრივ თამაშობ და როგორც გუნდმა, ისე უნდა დაიცვა თავი, როგორც ჩვეულებრივ იცავ. უბრალოდ უნდა გავიდეთ მოედანზე და იმედია, საფრთხეს გავუმკლავდებით.
ჩვენ ვართ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული დიდი პოტენციალის მქონე გუნდი. უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ, თავები დავხაროთ და ბევრი ვიმუშაოთ. რადგან ეს რთული ამოცანაა.
ეს ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, თუ იმ ბიჭებს შევხედავთ, ვინც თამაშობს, უმეტესობას 15-20 სანაკრებო მატჩი აქვს გამართული. ისეთები, როგორიცაა ში ჩარლზი, ითან გელბრეიტი, ტრეი ჰიუმი და ისააკ პრაისი, ყველა ახალგაზრდა მოთამაშეა, მაგრამ ამ დონეზე უკვე დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ჯგუფის ლიდერები არიან.
კარგია მათთვის ამის დანახვა და იმის ცოდნა, რომ მთავარ მწვრთნელს ახალგაზრდა მოთამაშეების სჯერა და მათ წინ წამოწევს. ვიცი, რომ ეს მოტივირებულს მხდის და დარწმუნებული ვარ, სხვა ახალგაზრდა ბიჭებიც გრძნობენ იმავე ჟინს, რომ ითამაშონ და თავი წარმოაჩინონ", - ტერი დევლინი.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.