ალექსანდრე იაშვილი: "სანიოლს დიდი დამსახურება აქვს, მასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა"
6 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ტექნიკური დირექტორი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ნოემბრის მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემების შესახებ საუბრობს.
"დინამო არენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტადიონია, მაგრამ პირველი იარუსი სრულად ცნობილი მიზეზების გამო არ ივსება. მიხეილ მესხზე კი ყველა ადგილის შევსება შეიძლება და მიგვაჩნია, რომ ატმოსფერო ხელს შეგვიწყობს.
ვილი სანიოლის კომპენსაციის საკითხის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მას დიდი დამსახურება აქვს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ვესაუბრეთ, უკმაყოფილოები ვიყავით ყველა ამ და ბოლო მატჩებით. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა და ასეთ გადაწყვეტილებაზე შევთანხმდით.
რა უპირატესობა აქვს საგურამოსთან შედარებით თბილისის ცენტრში შეკრებას? მოედნის საფარია მთავარი მიზეზი. საგურამოში შესანიშნავი სასტუმროა, მაგრამ, ბალახის ხარისხი მიხეილ მესხზე უკეთესია, საფარს კი მომზადებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.