Belive

"ჩემი თამაშის სტილს დაინახავთ როდესაც ჩემპიონატი დაიწყება" - გიორგი წიტაიშვილი

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი წიტაიშვილი მომდევნო 2024/25 წლების სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, "გრანადას" რიგებში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი კიევის "დინამოდან" ერთწლიანი იჯარით "გრანადაში" იასპარეზებს.

გუნდში გადასვლის შემდეგ 23 წლის ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ვეცდები ყველაფერი გავაკეთო და ვაჩვენო გუნდს, რომ ჩემი შეძენით არ შემცდარან. ყველაფერს გავაკეთებ მიზნების მისაღწევად.

არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ჩემი თამაშის სტილს დაინახავთ როდესაც ჩემპიონატი დაიწყება. ძალიან მინდა ყველას ვაჩვენო, მოედანზე რისი გაკეთება შემიძლია.

გულშემატკივრებს შეუძლიათ გიო დამიძახონ, თუმცა ესპანეთში შეგიძლიათ ასევე ხორხე დამიძახოთ.

ხშირად დავდიოდი ხოლმე აქ დასასვენებლად, რადგან ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს და ჩემი ქალიშვილიც აქ დაიბადა. ესპანეთში თამაში ჩემი ოცნება იყო, ამიტომაც, როცა "გრანადა" დამიკავშირდა არც მიყოყმანია და მაშინვე დავინტერესდი ამ პროექტით. ეს ისტორიული კლუბია და ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო ამ ფერების დასაცავად.

მირჩევნია, მარჯვენა ფლანგზე ვითამაშო, მაგრამ ასევე შემიძლია მარცხნივ თამაშიც. ვაპირებ გავაკეთო ის, რაც მწვრთნელს დასჭირდება.

არვიცი "დინამო კიევში" უფრო მეტი თამაშის საშუალება რატომ არ მომეცა, მაგრამ წარსულზე არ ვფიქრობ და მინდა "გრანადაში" უფრო მეტი გავაკეთო და ჩემი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო. წარსულს არ აქვს მნიშვნელობა. - გიორგი წიტაიშვილი - "გრანადას" ფეხბურთელი

გიორგი წიტაიშვილი "გრანადაში" გადასვლამდე "დინამო კიევიდან" იჯარით ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, მომდევნო სეზონში კი თავისუფალი აგენტი ხდება.

სხვა სტატიები