Belive

ჩელსის ვეტერანი: "ჩემი ოცნების ტრანსფერი კვარაცხელიას დამატებაა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" ვეტერანი ფეხბურთელი, პატ ნევინი ამბობს, რომ მისი ოცნების ტრანსფერი ამ ზაფხულში, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება იქნება.

"ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ჩელსისთვის" ჩემი საოცნებო ტრანსფერი, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება იქნება. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნებაა და ძველი და ახალი სკოლის კარგი ნაზავია.

ის ამას საქართველოს ნაკრებსა და "ნაპოლიში" აკეთებს, ტოპ გუნდში კი განსაკუთრებული გახდება. სიამოვნებით ვნახავ კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში. მე ის მიყვარს. თუ "ჩელსის" ერთი დიდი ტრანსფერის განხორციელება შეუძლია, მათ სწორედ ხვიჩა კვარაცხელია უნდა დაიმატონ.

ის ნიჭიერი, ტექნიკური დრიბლიორია, რომელიც მცველებს თავგზას უბნევს. ეტყობა, რომ თამაშობს გულითა და ემოციით, ყველა მომენტით ტკბება", - თქვა პატ ნევინმა.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, 23 წლის ქართველი ვარსკვლავის გაშვება "ნაპოლის" არ სურს და გუნდის ხელმძღვანელობა ხვიჩა კვარაცხელიას გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის განახლებას სთავაზობს.

სხვა სტატიები