ვილი სანიოლი: "იგივე გუნდი ვართ, რომელმაც წარმატებას მიაღწია"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ალბანეთს შეხვდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
უკრაინასთან მატჩის საწყისი წუთები ძალიან რთული გამოდგა, ფეხბურთელებს ამაზე ვესაუბრე და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ალბანეთთან მატჩში გამოსწორდება.
საბა ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ფაქტორის გამო არ გამოვიძახე: გეოგრაფიული დაშორება, მანძილი და მისი არა როგორც სათამაშო ხარისხი, არამედ პროფილი, რის გამოც იმ სისტემაში, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ, ადაპტირება მარტივი არ არის.
უკრაინასთან მატჩში მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გამოჩნდა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილმა ჩეხეთთან როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა და ის ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ არის და ამ მატჩში სათამაშოდ მზად იქნება.
უკვე გადავწყვიტე, თუ ვინ შეცვლის გიორგი ქოჩორაშვილს, მაგრამ ამას თქვენ ხვალ მოედანზე გაიგებთ.
აღდგენით კმაყოფილი ვარ, პირობები ნამდვილად კარგი გვაქვს, მართალია, დროში შეზღუდულები ვართ, მაგრამ ყველაფერი რიგზეა.
კვლავ ის გუნდი ვართ, რომელმაც გასულ პერიოდში წარმატებას მიაღწია. ეს წარმატება იმ შრომისა და ღირებულებების შედეგია, რომელიც დავნერგეთ. გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანია, რომ კვლავ იგივე მიმართულებით ვიმუშაოთ. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
საქართველოს ნაკრები ალბანეთს 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.