ბუდუ ზივზივაძე კაიზერსლაუტერნთან სათამაშოდ მზად იქნება
10 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და გერმანული "კარლსრუეს" თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში სამხრეთულ დერბიში "კაიზერსლაუტერნთან" მატჩში სათამაშოდ მზად იქნება.
ამის შესახებ ერთის მხრივ გერმანული მედია, ხოლო მეორე მხრივ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კრისტოფერ აიხნერი ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის შეძლებს თუ არა მცირე ტრავმის გამო ის ძირითად შემადგენლობაში თამაშს, მაგრამ განაცხადში ყველა ვარიანტში იქნება.
საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდმა 2023/24 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
22 ჩატარებული მატჩის შემდეგ "კარლსრუეს" 29 ქულა აქვს დაგროვებული და მე-11 პოზიციას იკავებს. "კაიზერსლაუტერნთან" მომდევნო შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება.