Belive

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი ქოჩორაშვილის მიერ 2024/25 წლების სეზონის კარგ სტარტზე უკვე მოგახსენეთ და გამცნეთ, რომ მის მიერ "ალმერიას" კარში გატანილი გოლი ლა ლიგა 2-მა სათამაშო კვირის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა.

ამჯერად, ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფეხბურთელი ამავე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოახვედრა.

სიმბოლურ გუნდში "ლევანტეს" შემადგენლობიდან, 25 წლის ქართველი საყრდენი ერთადერთი მოთამაშეა.

2024/25 წლების ლა ლიგა 2-ის სეზონში, ვალენსიელთა ქართველ საყრდენს უკვე 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, რაც შეეხება გუნდს, 4 გამარჯვებითა და 2 ფრით "ლევანტეს" 14 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერობს. ასევე, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გათამაშებაში ამ დრომდე ყველაზე მეტი, 14 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები