"ბუდუ ჰაიდენჰაიმს ნამდვილად დაეხმარება" - გერმანული მედია ქართველს აქებს
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გერმანული მედია საშუალება fussballeck საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმში" ტრანსფერის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგის წარმომადგენელი გუნდისთვის კარგი დანამატია.
"ბუდუ ზივზივაძე, რომელიც "კარლსრუემ" უნგრული "ფეჰერვარიდან" მოიყვანა, საშუალოდ 122 წუთში გოლის გატანას ახერხებს. მან მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა, აქედან სამი საწყის ტურში, რომელი ჰეთ-თრიქითაც გუნდს "ნიურბერგთან" მატჩი შემოაბრუნებინა.
ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია, "ჰაიდენჰაიმს" კი ასეთი გამოკვეთილი მეგოლე ნამდვილად არ ჰყავს. ყველაზე მეტი, 3 გოლი ნახევარმცველ პოლ ვანერს აქვს გატანილი, რომელიც გუნდში მიუნხენის "ბაიერნიდან" იჯარის წესით თამაშობს.
ათმატჩიანი მოუგებელი სერია ბუდუ ზივზივაძისა და "ბაიერნიდან" იჯარის წესით გადმოსული კიდევ ერთი ფეხბურთელის, ფრანს კრაციგის დამსახურებით "იუნიონ ბერლინთან" შეჩერდა.
მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი ამბობს: "ბუდუ არის ფეხბურთელი, რომელიც თავისი გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენს დახმარებას დაუყოვნებლივ მოახერხებს", - წერს fussballeck.
ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმთან" ერთად შემდეგ მატჩს ბრემენის "ვერდერთან" 15 იანვარს საშინაო კედლებში გამართავს.