ბრიტანელი ჟურნალისტი: "ჩაკვეტაძის მოედანზე გასვლა მეტოქეებისთვის საშიშია"
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრიტანელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ენდრიუ ფრენჩმა სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
სლოვაკური მედია საშუალება sportnet-ი ბრატისლავის "სლოვანის" ყოფილი ფეხბურთელის ამჟამინდელი სათამაშო ფორმით დაინტერესდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია ინგლისელი კოლეგისგან მოისმინა.
"როცა გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე გადის, ყოველთვის ძალიან საშიშად გამოიყურება. მისმა სათამაშო ტემპმა და დაცვის შუაგულში გავლის მეთოდმა მეტოქე გუნდებს პრობლემები შეუქმნა.
ყოველთვის, როცა გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოდის, თამაშზე დიდ გავლენას ახდენს.
საშობაოდ გადატვირთულმა გრაფიკმა მას იმის შესაძლებლობა მისცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოეპოვებინა.
ჯერჯერობით არაფერი მსმენია იმის შესახებ, რომ "უოტფორდს" იჯარის შემდეგ მისი სრულფასოვნად დამატება სურდეს. ამას ალბათ მომდევნო თვეებში მის მიერ ნაჩვენები შედეგები გადაწყვეტს", - თქვა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს "უოტფორდის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.