დინამო თბილისმა ფერენცვაროშთან 7:18 წააგო, ქართული გუნდის მე-4 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ,,დინამო თბილისმა'' ,,ფერენცვაროშს'' უმასპინძლა და 7:18.
დედაქალაქური გუნდის რიგებიდან გოლების გატანა ველკო ტანკოსიჩმა (2), ბორის ვაპენსკიმ, ბესო ახვლედიანმა, საბა ტყეშელაშვილმა, სტეფან პიეშივაცმა და სანდრო ადეიშვილმა შეძლეს.
ეს ,,დინამო თბილისისთვის'' ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 წაგებაა. ქართული კლუბი მომავალ მატჩს 20 ნოემბერს, ,,იადრანის'' წინააღმდეგ გამართავს.