Belive

ბელგიიდან სამშობლოში? - დინამო თბილისმა შესაძლოა ახალგაზრდა შემტევი დაიმატოს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ალბათობით კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს. Live.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რიგებში მალე ახალგაზრდა ქართველი შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ბუღრიძე ჩაირიცხება. 22 წლის ფეხბურთელს წლის დასაწყისში ბელგიურ "ბეერხოტსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია. საქართველოს ჩემპიონატში ის სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ბუღრიძე, რომელსაც საქართველოს 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, დინამოს აკადემიაში 2014 წლამდე ირიცხებოდა, მას მერე კი "ლოკომოტივისა" და "ჩიხურას" მაისურს ირგებდა. ბელგიაში ბუღრიძემ 1 წელიწადი გაატარა და 10 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები