ჩემპიონთა ლიგის სეზონი წყალბურთში რამდენიმე დღეში განახლდება. "დინამო თბილისი" პრესტიჟული ტურნირის მეორე ეტაპის მატჩებს იწყებს.
ქართული გუნდი მოკლე მონაკვეთში 4 შეხვედრას გამართავს. "დინამო თბილისი" 2 მარტს "ჰანოვერს", 3 მარტს "ფერენცვაროშს", ხოლო 4 და 5 მარტს "ბრეშასა" და "ბარსელონეტას" დაუპირისპირდება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა აღნიშნული თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა: იოვან სარიჩი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი, ბორის ვაპენსი, ნიკოლოზ შუბლაძე. გიორგი გვეტაძე, ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა (კაპიტანი), სანდრო ადეიშვილი.