Belive

ბასილაშვილი 250-ქულიანი შეჯიბრის 1/8-ფინალშია - ვინ იქნება შემდეგი მეტოქე?!

11 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ყაზახეთის საჩოგბურთო ტურნირის, ალმატის ღია პირველობის ძირითად ბადეში, საქართველოს #1 ჩოგანმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბასილაშვილმა 1 საათიან და 22 წუთიან დაპირისპირებაში, მსოფლიოს 84-ე ჩოგანი, ხორვატი - მარინ ჩილიჩი დაამარცხა (2:6 ; 5:7 ) და 1/8-ფინალში გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზმა 2014 წლის US OPEN-ის ჩემპიონი, კარიერაში პირველად დაამარცხა.

1/8-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, არგენტინელი - ფაკუნდო დიაზ აკოსტა იქნება, რომელიც მსოფლიოს 71-ე ჩოგანია და აქამდე ქართველის წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ შეჯიბრზე სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი თამაშობს, საპრიზო თანხა $1,075,160 დოლარია, მოქმედი ჩემპიონი კი დანილ მედვედევია - ასევე აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრზე მსოფლიო ვარსკვალვები ხშირად თამაშობენ, ამის დამადასტურებელი საბუთი კი ის არის, რომ 2022 წელს ეს შეჯიბრი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო.

სხვა სტატიები