ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახეთის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
ყაზახეთის საჩოგბურთო ტურნირის, ალმათის ღია პირველობის (Almaty Open) საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტარო დანიელი 2 სეტში დაამარცხა - 2:6, 5:7. დაპირისპირება 1:20 საათი მიმდინარეობდა.
ქართველ ჩოგბურთელს მეტოქეზე მეტი ეისი ჰქონდა შესრულებული 7-4-ის წინააღმდეგ, ორმაგ შეცდომებს რაც შეეხება ნიკოლოზმა 1-ით მეტი ორმაგი შეცდომა დაუშვა 1 ჰქონდა იაპონელს 2 კი ქართველს. მთლიანობაში კი ბასილაშვილმა ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.
ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 124-ე ნომერია, ტარო დანიელი კი 177-ე.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი ადამ უოლტონი (98) იქნება. აღნიშნული დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 10:00 საათზეა ჩანიშნული.
ალმათის ღია პირველობის ATP-ის ტურნირი 250 ქულიანია, მისი საპრიზო ფონდი კი 1 075 160 დოლარია.