Belive

სვიტოლინასა და მონფილსის ურთიერთობა 5 წლის შემდეგ დასრულდა

12 საათის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ჩოგბურთის სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წყვილმა, 32 წლის უკრაინელმა - ელინა სვიტოლინამ და 40 წლის ფრანგმა - გაელ მონფისმა, ხუთწლიანი ქორწინების დასრულების შესახებ განაცხადეს. სვიტოლინამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში განმარტა, რომ განქორწინების მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური წნეხია. უკრაინელი ჩოგბურთელის თქმით, მონფისის უსაზღვრო მხარდაჭერის მიუხედავად, მან საკუთარი თავი დაკარგა და მიხვდა, რომ არსებულ ურთიერთობაში შინაგანი წონასწორობის აღდგენას ვერ შეძლებდა.

სვიტოლინას თქმით, დაშორებაში ბრალი არცერთ მხარეს არ მიუძღვის და ეს უბრალოდ ორი ადამიანის ისტორიაა, რომელმაც ფორმა იცვალა. წყვილს საერთო ქალიშვილი, სკაი ჰყავს, რომელზე ზრუნვაც მათთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება

„გაელს ჩემთვი ხელი არასდროს გაუშვია, თუმცა არის ბრძოლები, რომლებიც შენში ღრმად მიმდინარეობს და მათ სხვისი სიყვარულით ვერ მოიგებ.

ჩვენი ქორწინება სრულდება, თუმცა ოჯახი - არა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მისი (შვილის) მშობლები, გვერდიგვერდ, მისი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე." - ელინა სვიტოლინა

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ორი თვის წინ, აგვისტოში, წყვილმა აშშ-ის ღია პირველობის შერეულ წყვილებში ერთად იასპარეზა და ნახევარფინალამდეც მიაღწია.

ეს გადაწყვეტილება ემთხვევა მონფისის კარიერის დასრულებასაც, რომელმაც პირადი მიზეზების გამო ტურნირებიდან განაცხადი მოხსნა და პროფესიონალური ჩოგბურთიდან ოფიციალურად წავიდა. თავის მხრივ, სვიტოლინამ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა დაიწყო - მისი საქველმოქმედო ფონდი და პლატფორმა United24 მილიონზე მეტ დოლარს მოახმარს ომით დაზარალებული ახალგაზრდების დასახმარებლად.

რთული პერიოდის მიუხედავად, უკრაინელმა სპორტსმენმა მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმის დაბრუნება შეძლო: მოიგო ოკლენდის ტურნირი, მიაღწია ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალს, მაისში რომის ტურნირის ჩემპიონი გახდა (სადაც ფინალში კოკო გოფი დაამარცხა) და 2019 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზური.

View this post on Instagram

A post shared by SVITO (@elisvitolina)

სხვა სტატიები