ბადრი კვარაცხელია: "გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, მამუკა ჯუღელი ხვიჩას აგენტი აღარ არის"
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა, რომ მამუკა ჯუღელი პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის მენეჯერი აღარ არის.
"მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას", - ამბობს ბადრი კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონი აქვს. პსჟ-ს შემადგენლობაში მას ამ სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალშია გასული და მიუნხენის ბაიერნთან ორმატჩიანი დუელი ელოდება.