მარსელინო: "უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქე ვერ დავაფასეთ"
4 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეოთხე ტურში, პაფოსთან წაგების (0:1) შემდეგ საუბრობს. ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მათ კვიპროსის მოქმედი ჩემპიონი ვერ დააფასეს.
"იმ ყველაფრის გაკეთება, რაც დავგეგმეთ, ძალიან გაგვიჭირდა. მეცხრე წუთისთვის გოლის გატანის ორი მშვენიერი შანსი ხელიდან გავუშვით და ვიფიქრე, რომ დღეს ძალიან გაგვიჭირდებოდა.
ასეთი თამაშის ჩვენების უფლება არ გვაქვს. უნდა ვაღიაროთ და არ უნდა მოვტყუვდეთ: მეტოქე არ დავაფასეთ", - ამბობს მარსელინო.
გიორგი მიქაუტაძის გუნდს 4 ტურის შემდეგ ტურინის იუვენტუსთან ნათამაშები ფრის, ტოტენჰემთან, მანჩესტერ სიტისთან და პაფოსთან წაგების შემდეგ 1 ქულა აქვს და ლიგის ფაზაში 32-ე ადგილს იკავებს, საპლეიოფო ზონასთან ჩამორჩენა სამქულიანია. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 ნოემბერს, დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება.