Belive

აურელიო დე ლაურენტისი: ,,გარსია მე ავირჩიე - პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ, ყველაფერი წავიკითხე. ცხოვრებაში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს და შენი ქმედებები უნდა შეაფასო. თუ რაიმე შეცდომა დავუშვი, პასუხისმგებლობას საკუთრ თავზე ვიღებ. ზაფხულში, მწვრთნელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენს ახალ თანამშრომლებთან ერთად ვიმსჯელეთ, მაგრამ რუდი გარსიაზე არჩევანი მე შევაჩერე.

მწვრთნელის შეცვლა ყოველთვის ტრავმულია. მითუმეტეს, ჩვენთვის რადგან 4-3-3 სათამაშო ფორმით ჩვენს სიახლოვეს ბევრი მწვრთნელი არ ხელმძღვანელობს. გარსიას ხელი გავუწოდე და ვუთხარი: "გააგრძელე საქმე და არ ინერვიულო". შეცდომებს ყველა უშვებს, იმედია აღარ განმეორდება და მას მხარდაჭერა ექნება.

ამ პერიოდში ბევრი ვალდებულება მქონდა, ახლა დავბრუნდი და გუნდს დავუკავშირდი, რათა სიმშვიდე მომეტანა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ, ზედიზედ 15 წელია, რაც ევროპულ ტურნირებში ვმონაწილეობთ", - თქვა ნეაპოლელთა პრეზიდენტმა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონი 8 ტურში დაგროვებული 14 ქულით დაიწყო, რა მაჩვენებლითაც გუნდი მეხუთე ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი, 21 ოქტომბერს, "ვერონას" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები