Belive

"არც ATP-ს და არც საკვალიფიკაციო თამაშებზე ველურ ბარათს არ მაძლევდნენ" - ნიკოლოზ ბასილაშვილი

4 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტურნირის მოგება მოახერხა, ეს მან სამხრეთ კორეაში, სეულის 100-ქულიან ჩელენჯერზე შეძლო.

ტიტულის დაუფლების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

არ მაქვს ნდობა, მიუხედავად იმისა, რომ აქ (სეულში) გავიმარჯვე. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დამეხმარება მომავლისთვის. ძალიან რთულია ATP-ს საუკეთესო დონიდან ყველაზე ცუდზე გადასვლა, ამიტომ დავიწყე ისეთ ტურნირებზე თამაში, სადაც უბრალოდ ქულებს დავაგროვებდი, რადგან არც ATP-ს და არც საკვალიფიკაციო თამაშებზე ველურ ბარათს არ მაძლევდნენ.

არავინ ითვალისწინებდა იმას, რომ აქამდე მსოფლიოს მე-16 ჩოგბურთელი ვიყავი, რადგან არავის აინტერესებს ჩოგბურთელი საქართველოდან. არავინ აძლევს ველურ ბარათს ქართველ ჩოგბურთელს. მე ამ წელს ორი ველური ბარათი მივიღე ეს არის და ეს. რა თქმა უნდა წლევანდელ ATP-ს ყველა ტურნირზე ვითხოვდი ველურ ბარათს, მაგრამ არავინ მომცა, თუნდაც შესარჩევებზე. მე მაქვს 5 ATP ტიტული, მაგრამ როგორც ჩანს ეს არავის აინტერესებს.

ამ წელს უკვე მსოფლიოს 214-ე ჩოგბურთელი ვარ და აშკარად პროგრესი მაქვს, გავაგრძელებ რომ სრულფასოვნად ვითამაშო და ვეცდები ისევ ჩემს საუკეთესო ფორმას დავუბრუნდე. - ნიკოლოზ ბასილაშვილი

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეულის ტურნირის ფინალში იაპონელი ტარო დანიელი დაამარცხა და ჩელენჯერის მოგების შემდეგ რეიტინგში 96 საფეხურით დაწინაურდა.

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 პოზიცია იყო.

სხვა სტატიები