Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიის 100-ქულიანი შეჯიბრის 1/4-ფინალში გავიდა

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს #1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, პორტუგალიის 100-ქულიან ჩელენჯერზე მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც €145,250 ევროა.

ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრი 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც პირველ ეტაპზე, მისი ძალიან ახლო მეგობარი, მოლდოველი - რადუ ალბოტი 2 სეტში დაამარცხა.

რამდენიმე წუთის წინ კი 1/8-ფინალური დაპირისპირება, მსოფლიოს 163 ჩოგანთან, შვეიცარიელ - მარკ-ანდრეა ჰასლერთან გამართა, სადაც პირველი სეტი დათმო, თუმცა ნიკა არ გატყდა და თამაშში დაბრუნება ძალიან კარგად შეძლო - წაგებული სეტის მერე, ბასილაშვილმა მეტოქეს მეორე სეტში 2:6 მოუგო, დისაიდერში კი ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტის იდენტურად, 2:6 გაიმარჯვა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/4-ფინალურ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, ბელგიელი - ალექსანდ ბლოქსი იქნება, რომელიც მსოფლიოს 203-ე ჩოგანია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ბასილაშვილი ამ შეჯიბრის მოგებას შეძლებს, იგი მსოფლიო რეიტინგის 150-ეულში დაბრუნდება.

სხვა სტატიები