Belive

პირველად 2018 წლის შემდეგ - ბასილაშვილი TOP 100-ში დაბრუნდა!

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და 100 საუკეთესო ჩოგბურთელში, 2018 წლის შემდეგ პირველად შევიდა.

33 წლის ქართველმა ჩინეთის ჩელენჯერზე 1/8-ფინალში გასვლით, 104-ე ადგილიდან მე-100 ადგილამდე დაწინაურდა. ბასილაშვილს ამ დროისთვის 618 ქულა უგროვდება და მსოფლიო რეიტინგის მე-100 ნომერია.

ATP-ს Live რეიტინგი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის ჩინეთის ჩელენჯერს თამაშობს, სადაც უკვე მოახერხა და 1/16-ფინალში აუგუსტ ჰოლმგრენი 2-სეტში დაამარცხა (6:2, 6:3). მომდევნო შეხვედრას ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგ გამართავს, დაპირისპირება დღეს, 25 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ჩინეთის ჩელენჯერი 100-ქულიანია და ტურნირის საპრიზო ფონდი 160 000 დოლარია. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბუთელი შეძლებს ამ ტურნირის მოგებას, იგი მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო 90 ჩოგბურთელში შევა.

სხვა სტატიები