Belive

არნე სლოტი მამარდაშვილზე: "ვიცით, რომ ძალიან კარგი მეკარე დავიმატეთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს. 24 წლის ქართველი მეკარე შემდეგი სეზონიდან მერსისაიდულ გუნდში გადავა.

"ვფიქრობ, ჩვენი გუნდი გიორგი მამარდაშვილის განვითარებას თვალს ადევნებს. თანაც, ამას ძალიან დეტალურად აკეთებს, ვინაიდან ვიცი, თუ რამდენად პროფესიონალურად უდგება "ლივერპული" საქმეს. რაც შემეხება მე, ვარჯიშის გამო, ფიზიკურად ვერ შევძელი რომ "ვალენსიას" მატჩისთვის თვალი მედევნებინა, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი საინტერესო ინფორმაციები მოდის მასთან და მის მოგერიებებთან დაკავშირებით. ამით გაოცებული არ ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩვენ ძალიან კარგი მეკარე დავიმატეთ", - ამბობს არნე სლოტი.

საქართველოს ნაკრების მეკარე ოქროს ბურთზე გახლდათ ნომინირებული და მეშვიდე ადგილი დაიკავა, "ხეტაფესთან" მატჩში კი ბრწყინვალე მოგერიებები შეასრულა და "ვალენსიას" ქულა მოუპოვა.

სხვა სტატიები