Belive

ვლადიმერ მამუჩაშვილი მოლდოვის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე, შემტევი ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილი მოლდოვის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

საფეხბურთო პლატფორმა SofaScore-მა მოლდოვის ჩემპიონატში 2024/25 წლების სეზონში მონაწილე ფეხბურთელების კოეფიციენტები გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დაიმსახურა. 7.9 კოეფიციენტი, რომლითაც მამუჩაშვილი ფასდება, მოლდოვის ჩემპიონატში ყველაზე მაღალია.

2024 წლის ზაფხულში მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადასვლის შემდეგ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა ყველა ტურნირზე 8 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო მისმა გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, თასის ფინალში კი 24 მაისს "მილსამთან" მატჩი ელოდება.

სხვა სტატიები