Belive

არნე სლოტი: "მამარდაშვილი? მგონი ყველაფერი ისედაც იცით"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის მეორე ტურში "ბრენტფორდთან" მატჩის წინ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

"გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი? ვფიქრობ თქვენ ისედაც ყველაფერი იცით. სანამ შეთანხმება არ შედგება, იქამდე სხვა გუნდის ფეხბურთელზე ვერ ვისაუბრებ. თუ ეს მოხდება, მაშინ ამას ჩვენგან გაიგებთ", - ამბობს ნიდერლანდელი სპეციალისტი.

საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარის მოახლოებულ ტრანსფერთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია ასეთია: "ლივერპული" მას 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებს და 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, ახალდაწყებულ სეზონს კი ის "ვალენსიაში" გაატარებს.

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგის გახსნით ტურში "ბარსელონასთან" (1:2) ითამაშა. შემდეგი მატჩი "ვალენსიამ" ვიგოს "სელტასთან" სტუმრად, 23 აგვისტოს უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები