Belive

"არ მიკვირს ზუკას ასეთი თამაში, რადგან მას დიდი საქმეების გაკეთება შეუძლია" - სენტ ეტიენის ფეხბურთელი

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც "სენტ-ეტიენმა" "ოსერი" 3:1 საკუთარ მოედანზე დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა, თავისმა თანაგუნდელმა, დენის აპიამ:

არ მიკვირს ზუკას ასეთი თამაში, რადგან მას დიდი საქმეების გაკეთება შეუძლია. ეს ჩვენ გასულ სეზონში "ბორდოში" ასპარეზობისასაც ვნახეთ. ბოლოს ჩატარებულ მატჩებში ის არ იყო იმდენად წარმატებული როგორც ჩვევია ხოლმე, მაგრამ შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და როდესაც მას ბურთი აქვს, ძნელი მისახვედრია რას აპირებს, ის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა, აქამდე თავს ისე ვერ ავლენდა, მაგრამ ახლა 3 გოლი გაიტანა და ვულოცავ მას.

ის სიმაღლით არც თუ ისე დიდია, მაგრამ ძლიერი ფეხები აქვს. ზურიკოს კარგი ტექნიკა აქვს, სწრაფად დარბის და შეუძლია მაღალ ინტენსივობაში თამაში. არ ეშინია თამაშის, ბურთის მიღების, პროვოცირების უნარი აქვს და თქვენ ნახეთ, რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მისი ასეთი განვითარება მიხარია, რადგან სეზონის დაწყების დღიდან ის ბევრს მუშაობს. - დენის აპია - "სენტ ეტიენის" ფეხბურთელი

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, "სენტ ეტიენმა" მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო, საიდანაც 5-ში ზურიკო დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს, 19 ოქტომბერს "ლენსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები