Belive

ზურიკო დავითაშვილი ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი დასახელდა. ნომინანტებში 3 ფეხბურთელი იყო, რომელთათვისაც ხმის მიცემა ნებისმერ გულშემატკივარს შეეძლო, ქართველ ფეხბურთელს კონკურენციას უწევდნენ ბრედლი ბარლოკა და ლუკას შევალიე.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის ოქტომბრის 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" დღეს გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" დაუპირისპირდება, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები