ანზორ მექვაბიშვილი: "საკუთარი ძალების რწმენით მიზნის მიღწევა შესაძლებელია"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თურქეთთან სტუმრად გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი პრესკონფერენციის დროს საუბრობს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ თურქეთს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. მათ შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავთ. ვემზადებით იმისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ, რადგან თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა გვსურს, ამ მატჩში წარმატების მიღწევა ერთ-ერთი საუკეთესო შანსია.
ეს არის შანსი, რომ მოვხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფეხბურთელებმა ამაზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ საკუთარი ძალების უფრო მეტად უნდა ვიწამოთ და უკეთესი ხარისხი გამოვავლინოთ, რა შემთხვევაშიც წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
ვფიქრობ, ჩვენთვის ატმოსფერო არა წნეხი, არამედ გამოწვევაა. ვიცი, რომ თურქებს გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ საქართველოდანაც ბევრ ქომაგს ველოდებით და ვფიქრობ, საკუთარი ძალების რწმენით დადებითი შედეგის დაფიქსირება შესაძლებელია", - ამბობს ანზორ მექვაბიშვილი.
საქართვლოს ნაკრები თურქეთს 14 ოქტომბერს შეხვდება. მატჩის დაწყება თბილისის დროით 22:45 საათზეა დაგეგმილი.