Belive

ანზორ მექვაბიშვილი: "ესპანეთის სიძლიერეს კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენი იარაღიც გვაქვს"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ესპანეთთან შეხვედრის წინ ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ მედია საშუალება Marca-ს მოახლოებული მატჩის შესახებ ესაუბრება.

"ესპანეთის პირისპირ ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა უდიდესი პატივია, ეს მაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელო მუშაობა და რეგულარულად მივაღწიო ასეთ შესაძლებლობებს.

კარგად ვიცით თუ როგორი ნაკრებია ესპანეთი და ვაცნობიერებთ მათ უზარმაზარ პოტენციალს, მაგრამ ჩვენც გვაქვს იარაღი.

ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრა განსაკუთრებულია. ყველაზე მეტად ისეთ ფეხბურთელთან ორთაბრძოლა როგორიც პედრია, რომელიც იმ სტილის და ხარისხის წარმომადგენელია, რაც ესპანეთს განსაკუთრებულ ნაკრებად ხდის.

მე ძალიან მიყვარს ესპანეთი, ამ ქვეყნის საფეხბურთო კულტურა და ლა ლიგაში არსებული თამაშის სტილი. ჩემი ოცნებაა, რომ თანაგუნდელების, გიორგი ქოჩორაშვილის და გიორგი მამარდაშვილის კვალს გავყვე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ისტორიულ გუნდებში ბრწყინვალედ თამაშობდნენ", - ამბობს ანზორ მექვაბიშვილი.

საქართველოს ნაკრები ესპანეთს 11 ოქტომბერს, ელჩეში შეხვდება. მატჩის დაწყება თბილისის დროით 22:45 საათზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები