ანტონიო კასანო: "კვარაცხელიას პსჟ-სში გადასვლის შემდეგ ნაპოლიმ სენსაციური შეცდომა დაუშვა"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული ქომაგია. "ბარის", "რომას", მადრიდის "რეალის", "სამპდორიას", "მილანის", "ინტერის", "პარმას" და "ჰელას ვერონას" ვეტერანი ცენტრალური ფორვარდი ამბობს, რომ "ნაპოლიმ" ქართველი ფეხბურთელის "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ, შესაბამისი პოზიციის გაძლიერება ვერ მოახერხა.
"ნაპოლიმ" "პსჟ-სგან" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 75 მილიონი ევრო მიიღო, ამას დავუმატოთ ის პოტენციური 40 მილიონი ევრო, რომელსაც "ატალანტა" ჯაკომო რასპადორისთვის სთავაზობდა. მათ ამ თანხით ადემოლა ლუკმანის დამატება შეეძლოთ, მაგრამ ნოა ოკაფორი აირჩიეს.
ნოა ოკაფორს "მილანში" კარგი მატჩები ჰქონია, მაგრამ გასული პერიოდი საუკეთესო არ ჰქონდა. არ მგონია, რომ ნეაპოლისთვის ის საუკეთესო არჩევანია. მაშინ, როცა იტალიის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვი, სენსაციური შეცდომაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ, უმაღლესი დონის ფეხბურთელი არ მოგყავს", - ამბობს ანტონიო კასანო.
"პსჟ-ს" შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მონაწილეობა მიიღო, 3 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.