Belive

ანტალ იაკობიშვილი უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართული სახელისა და გვარის მქონე ფეხბურთელი, ანტალ იაკობიშვილი, უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს.

"ჟირონას" აკადემიის წარმომადგენელ ფეხბურთელს კატალონიელთა მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობაც შიგადაშიგ ეძლევა ხოლმე.

ანტალ იაკობიშვილი ბუდაპეშტშია დაბადებული და უნგრეთის მოქალაქე გახლავთ. 1.93 სმ-ის სიმაღლის ცენტრალურ მცველს უნგრეთის პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ახლა კი მარკო როსიმ მთავარი გუნდის განაცხადში შეიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთა ლიგის მატჩებში ანტალ იაკობიშვილმა უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშოს, UEFA-ს რეგლამენტით ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ მან საქართველოს ნაკრებში თამაში შეძლოს.

20 წლის ანტალ იაკობიშვილს, ჰყავს ძმა, აარონ იაკობიშვილი, რომელიც "ბარსელონას" აკადემიაში ირიცხება და 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში თამაშობს.

სხვა სტატიები