Belive

გრანადამ სამი მატჩის შემდეგ მოიგო, წიტაიშვილს კარგი მატჩი გამოუვიდა

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში, "გრანადამ" საშინაო კედლებში, "ნუევო დე ლოს კარმენესზე", ხიხონის "სპორტინგს" მოუგო.

შეხვედრაში, რომელში (3:1) გამარჯვებამაც ანდალუსიელებს ყველა ტურნირზე 4, ხოლო ლა ლიგა 2-ში 3 მატჩით გაგრძელებული მოუგებელი სერიის დასრულების შესაძლებლობა მისცა, გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა.

24 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, ტრადიციულად თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დაიწყო და მოედანზე 86 წუთი გაატარა. ამ დროში კიევის "დინამოდან" იჯარის წესით მოთამაშე ქართველმა სხვადასხვა პლატფორმების მიხედვით, 7 ქულაზე მაღალი კოეფიციენტი დაიმსახურა და ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ.

ამ გამარჯვების შემდეგ, ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში "გრანადა" მეშვიდე პოზიციაზე აღზევდა, მეოთხე ადგილზე კი გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტეა": ორივე ქართველის გუნდი სულ მცირე პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. შემდეგ მატჩს "გრანადა" 31 იანვარს, "ელდენსესთან", სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები