Belive

ანრი მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ანრი მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, კერძოდ "უნივერსიტატეა კრაიოვაში" გააგრძელებს.

არაერთი რუმინული მედია-საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, "დინამო თბილისი" 750 000 ევროს მიიღებს, Geo Team-ის ცნობით კი, მხარეებს შორის 3.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ცნობილია ისიც, რომ სამომავლო ტრანსფერიდან, "დინამო თბილისი" თანხის 20%-ს მიიღებს.

მექვაბიშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წელს დააწინაურეს. მან 112 მატჩში 8 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართა, ჩვენი გუნდის კაპიტანი გახლდათ, ეროვნულ გუნდში კი უკვე 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები