Belive

ისტორიული პარკენის ახალი იერსახე: გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი სტადიონის ფერებს ცვლის

4 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

კოპენჰაგენში მდებარე ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა ამავე სახელწოდების მქონე გუნდის საშინაო არენა, "პარკენი" გახლავთ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტადიონი ევროპაში, რომელიც დანიის დედაქალაქში მყოფი სპორტული ტურიზმის მიმდევრებისთვის მნიშვნელოვანი ატრაქცია გახლავთ.

Parken - Nordic Stadiums



სტადიონი, რომელიც წლების განმავლობაში, "კოპენჰაგენისა" და დანიის ნაკრების სახლია და რომელზეც არაერთ ქართველ ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრებისა და დანიური თუ ევროპული გუნდების შემადგენლობაში ბევრჯერ უთამაშია. ყველაზე ხშირად, ახლო წარსულში, აქ დავით ხოჭოლავას, ახლა კი გიორგი გოჩოლეიშვილს უწევს თამაში, რომელიც დონეცკის "შახტარიდან" 2025 წლის ზაფხულამდე იჯარის წესითაა განათხოვრებული.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "კოპენჰაგენში ბედნიერი ვარ, ასეთი გარემო არსად  მინახავს" | belive.ge



ისტორიული სტადიონი მალე იერსახეს შეიცვლის. 1992 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც დანიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპული და მსოფლიო სენსაციით კონტინენტის უძლიერესი გუნდის წოდება მოიპოვა, სტადიონის ტრიბუნები ქვეყნის ეროვნული დროშისა და შესაბამისად მთავარი საფეხბურთო გუნდის ფერებშია გაფორმებული. ტრიბუნების მთავარი ფერი წითელია, მაგრამ, უახლესი ინფორმაციების თანახმად, მალე მათ იერსახეს შეუცვლიან.

სტადიონის ტრიბუნებზე განთავსებულ სკამებს წითლის ნაცვლად ლურჯ ფერში შეღებავენ, რაც "კოპენჰაგენის" ტრადიციული ფერებია: გუნდის ლოგო, ამუნიცია და ატრიბუტიკა თეთრსა და ლურჯშია გაფორმებული. ცოტა ხნის წინ, ტრიბუნები თეთრად შეღებეს, 2025 წლის ზაფხულში კი, იდენტობის გაძლიერების მიზნით, სკამებს ლურჯად შეაფერადებენ. ამას გუნდის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ.

სკამების შეღებვაზე მუშაობას "კოპენჰაგენი" 19 ივნისს, რობი უილიამსის კონცერტის შემდეგ დაიწყებს.

სხვა სტატიები