Belive

ანდრია ბართიშვილი იბერია 1999-ში ითამაშებს

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ახალგაზრდა ქართველი ტალანტი, ანდრია ბართიშვილი 2026 წლის საფეხბურთო სეზონში იბერია 1999-ში ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს და წერს, რომ 16 წლის ფეხბურთელი საქართველოს გასული ორი სეზონის ჩემპიონ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტი ფოთის კოლხეთი 1913-თან აქვს, რომელიც 2025 წლის სეზონში ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. ანდრია ბართიშვილი საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

ანდრია ბართიშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და 2025 წლის სეზონი ფოთის კოლხეთი 1913-ში გაატარა. საქართველოს 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ანდრია ბართიშვილს 20 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი (17-წლამდელთა ნაკრები).