ლუკა ლაცაბიძე გიორგი ტაბატაძის თანაგუნდელი გახდება და დანიაში ითამაშებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის შახტარის ცენტრალური მცველი, ლუკა ლაცაბიძე იჯარის წესით ვეილეს შემადგენლობაში ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს და წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი დანიურ გუნდში ნახევარწლიანი იჯარის წესით ითამაშებს.
რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუკა ლაცაბიძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კადისში უნდა გადაბარგებულიყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი იურის ნაცვლად, გიორგი ტაბატაძის თანაგუნდელი გახდება.
ლუკა ლაცაბიძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და 2024 წლის გაზაფხულზე უკრაინის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა დაიმატა. მას შემდეგ ლაცაბიძემ ჩერნომორეცსა და მშობლიურ გუნდში განათხოვრებით ითამაშა, ახლა კი ხელს კიდევ ერთ საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერს.
ლუკა ლაცაბიძის ახალი გუნდი დანიის 5 ჩემპიონობითა და 6 თასით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ამჟამად საკმაოდ უჭირს და სუპერ ლიგაში დასკვნით, მე-12 პოზიციას იკავებს.