ოფიციალურად: ვახო ბედოშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
17 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, ვახო ბედოშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.
წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გასული 2 გათამაშების ჩემპიონ იბერია 1999-ში ითამაშებს.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ვახო ბედოშვილი, ნიჟნი ნოვგოროდიდან ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატა.
იბერია 1999 ახალ სეზონს 28 თებერვალს, ტყიბულის მეშახტესთან საშინაო კედლებში გასამართი მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.