საქართველო - უკრაინის მატჩს პრემიერ ლიგის არბიტრი განსჯის
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ლიგის ფაზის მატჩს, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის, პრემიერ ლიგაში მომუშავე არბიტრი, კრის კავანა და მისი გუნდი მოემსახურებიან.
39 წლის ინგლისელ რეფერის სამსაჯო კარიერაში ქართულ და უკრაინულ ფეხბურთთან შეხება არასდროს ჰქონია.
გვერდითი მსაჯები ამ მნიშვნელოვან მატჩზე ნეილ დევისი და ლი ბეტისი იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი სემ ბაროტი იქნება.
საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში, 16 ნოემბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.