Belive

ამბროზინი: "კვარაცხელიას ბარსელონასთან გადამწყვეტი როლის მორგება შეუძლია"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"მილანის", "ფიორენტინას", "ჩეზენას", "ვიჩენცასა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მასიმო ამბროზინიმ "ნაპოლი" - "ბარსელონას" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილში იტალიელმა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობების ფონზე, მათ მეტოქის ბარიერის გავლა შეუძლიათ.

"წლევანდელ "ბარსელონას" პრობლემები აქვს და კალცონას ხელმძღვანელობით "ნაპოლის" კატალონიელების ძლევა შეუძლიათ. ამ ორი გუნდის საერთო არის ის, რომ მათი შემადგენლობა ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ჩამოყალიბებული ვარსკვლავების ნაზავით იკვრება.

ვინ მგონია რომ ამ ორთაბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება? ჩემი აზრით ხვიჩა კვარაცხელიას აქვს ის რაღაც შინაგანი, რაც არცერთ სხვა დანარჩენ ფეხბურთელს ამ ორი გუნდის შემადგენლობაში. მას აქვს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თვისებები, გასულ შეხვედრებში კი ლიდერობის მოპოვებას ცდილობდა. შეიძლება მას განსხვავებულ სიტუაციების მართვის სწავლა სჭირდება, მაგრამ ხვიჩას ნამდვილად აქვს რაღაც დამატებითი, რაც ეხმარება იმაში, რომ სხვადასხვა ტაქტიკურ მოცემულობას მოერგოს. მას აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები და ამბიციები, იცის როგორ გახდეს გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშე", - თქვა მასიმო ამბროზინიმ.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ვარსკვლავს მიმდინარე საფეხბურთო სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 31-ჯერ აქვს ნათამაშები, რა დროშიც 6-ჯერ გოლის გატანა მოახერხა, 4-ჯერ კი საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველი მატჩი ნეაპოლში 22 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები