Belive

ალექსანდრე იაშვილი: "ბათუმის სტადიონი მატჩის მასპინძლობისთვის მზადაა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრებების მენეჯერი, ალექსანდრე იაშვილი უკრაინასა და ჩეხეთთან მოახლოებული მატჩების წინ, სხვადასხვა თემაზე საუბრობს

"საქართველის ისტორიაში 21-წლამდელთა ნაკრები სადებიუტოდ მიიღებს მინაწილეობას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში. ახლა უკვე, სპორტული შედეგების მიხედვით შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. როგორც ახალგაზრდულ, ისე დიდ დონეზე, ყველამ ერთად გამოვცადეთ თუ რას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე თამაში და გვსურს, ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. მინდა ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო.

ბათუმის სტადიონის მოედნის საფარი კარგ ფორმაშია და მატჩის სამასპინძლოდ მზად არის.

გაბრიელ სიგუა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ევროპის ჩემპიონატზეც ვილი სანიოლმა ამიტომ გამოიძახა. კარგია, რომ გასულ პერიოდში გამოჯანმრთელება მოახერხა და 21-წლამდელთა ნაკრების დახმარებას ამ მნიშვნელოვან მატჩებში დაეხმარება", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

საქართველოს ნაკრები მიმდინარე თვეში ორ მატჩს გამართავს: 16 რიცხვში, ბათუმში, უკრაინასთან, ხოლო 19 ნოემბერს გუნდი ჩეხეთს ესტუმრება.

სხვა სტატიები