ვილი სანიოლი: "მოსამზადებლად მოკლე პერიოდი გვქონდა, მაგრამ ნაყოფიერად გამოვიყენეთ"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში, თურქეთთან შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"რა თქმა უნდა, დროის მოკლე პერიოდში მომზადება რთულია. ეს ასევე პრობლემაა თურქეთის ნაკრებისთვის. გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და დროის სიმცირე მატჩისთვის მოსამზადებლად დაბრკოლება არ იქნება.
ეს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ განსხვავებული ტურნირია, ორივე გუნდს ახალი ფეხბურთელები გვყავს და ევრო 2024-ის მატჩისგან ბევრი რამ იქნება განსხვავებული.
ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ის ფორმაშია და ხვალ მისგან ძალიან კარგ თამაშს ველოდები.
თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები. სექტემბერში ეს ყოველთვის პრობლემაა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ხვალინდელი მატჩისთვის ყველა მოტივირებული და კარგ ფორმაში იქნება", - ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები თურქეთს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 4 სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.