კრისტიან ასლანი: "საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალიან გაიზარდა"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ალბანეთის ნაკრების ალბანეთის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კრისტიან ასლანიმ საქართველოსთან უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის მეორე ტურის მატჩის წინ ისაუბრა.
""საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალიან გაიზარდა.
მე ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ იტალიის სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შევეცდებით, რომ კომპაქტურად თამაშით ის და მთლიანად საქართველოს ნაკრები, მათი სახიფათო კონტრშეტევები შევაჩეროთ", - ამბობს კრისტიან ასლანი.
საქართველოს ნაკრები ალბანეთს 10 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.