Belive

"ახალი კვარაცხელია სერია A-ში" - ზურიკო დავითაშვილით სამი იტალიური გუნდი დაინტერესდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია, კერძოდ tuttomercatoweb საინტერესოს სტატიას აქვეყნებს. კონკრეტულად, აღნიშნული მედია საშუალება განიხილავს ვარიანტს, რომ იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი აღმოჩნდეს. სტატიაში, სათაურით: "ახალი კვარაცხელია სერია A-ში ჩამოსასვლელად მზადაა", საუბარია იმაზე, რომ დავითაშვილის დამატება სამ იტალიურ გუნდს სურს.

"2001 წელს დაბადებული ქართველი გარემარბი, ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, შეიძლება სერია A-ში აღმოჩნდეს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე 4 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი ჩვენი ჩემპიონატის ელიტარული დივიზიონის რამდენიმე წარმომადგენლის ინტერესთა სფეროშია.

ზურიკო დავითაშვილის მიმართ ყველაზე მეტი ინტერესი სამ გუნდს, ორ ახალდაწინაურებულ: "კომოს" და "ვენეციას" და ასევე "ჯენოას" აქვს. ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში იტალიაში იქნებიან და შესაბამისად, მოლაპარაკებების დაჩქარება შესაძლებელია", - წერს tuttomercatoweb სტატიაში.

ზურიკო დავითაშვილი 2022 წლის ზაფხულში, "დინამო ბათუმიდან" "ბორდოს" შემადგენლობაში იჯარის წესით გადაბარგდა, ერთი წლის შემდეგ კი, "ჟირონდინების" სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ პერიოდში, მან "ბორდოს" შემდგენლობაში 14 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები