Belive

გუსტავო პოიეტი: "გადამწყვეტი ფაქტორი ახალგაზრდების მიერ წნეხის დაძლევა იქნება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფოტო: სანდრო ბლიაძე

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრები, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", საბერძნეთს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად მზად იმყოფება.

არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა ამ გუნდებს შორის წინა ურთიერთშეხვედრებში, მე საქართველოს ნაკრებს პირველად ვხვდები და მთავარი ეს არის.

ცხადია გვაქვს ჩვენი კონკრეტული გეგმა და არ ვაპირებთ ამის წინასწარ გამხელას. რაც შეეხება მეტოქეს, არ მგონია, რომ ვილი სანიოლმა ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ტაქტიკა განსაკუთრებულად შეცვალოს.

რა თქმა უნდა, ორივე ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ასეთი ტიპის მატჩებში თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის თუ როგორ მოახერხებენ ისინი წნეხის დაძლევას", - თქვა ურუგვაელმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს შეხვდება, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები