Belive

5/5 ქართველი ნახევარფინალში - ქართველი მოჭიდავეების ბრწყინვალე სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დღეს, 16 მარტს, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დაიწყო.

პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი ფალავანი: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ); აკაკი ქემერტელიძე (70 კგ); ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გამოვიდნენ.

აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ ხუთივე ქართველმა ფალავანმა ბრწყინვალედ დაიწყო ევროპის ჩემპიონატი და ხუთივე მათგანი ნახევარფინალშია.

ნახევარფინალები 16 მარტს, თბილისის დროით 18:45 საათიდან აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები