Belive

5-თვიანი პაუზის შემდეგ ბასილაშვილმა პირველად ითამაშა და 717-ე ნომერთან დამარცხდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჰამბურგის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსოფლიოს 395-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ იაკობ შნაიტერთან (717) ორ სეტში, ანგარიშით 3:6, 4:6 დამარცხდა.

მატჩი 1 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. შნაიტერი მოგებით მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ბასილაშვილმა დღევანდელ შეხვედრამდე, ბოლოს 22 მაისს, საფრანგეთის ღია პირველობის შესარჩევ ეტაპზე ითამაშა და ჯულიო ზეპიერისთან ორ სეტში წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მაისში იდაყვზე ორი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც რამდენიმე თვე გაუცდა.

სხვა სტატიები